суббота, 17 июля 2010 г.

ჩვენისაცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება და მყუდრო ადგილად ქცევა

1. პროექტის საპხელი: ჩვენი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება დამყუდრო სასიამოვნო ადგილად გადაქცევა.

2. პროექტის მოლე აღწერა:მოვახდინოთ მოსახლეობის ინფორმირება იმის შესახებ,თუ რაპრობლემების წინაშე დაგვაყენებს დაბინძურებული გარემო.აღნიშნული გარემოს სურათების გადაღება,დასუფთავებისათვის საჭირო ინვენტარის მოძიება.

3. პროექტის სრული აღწერა: ქალაქის ან სოფლის საცხოვრებელი სახის ირგვლივ არის ანტისანიტარია.განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა ზაფხულზე,როდესაც ტემპერატურა ძალიან მაღალია და სხვადასხვა ინფექციური დაავადებების წარმოქმნის საშიშროება იზრდება.მომრავლდნენ მღრღნელები,ბუზები.საცხოვრებელი სახლის ეზოში დიდი რაოდენობითაა მაწანწალა ძაღლები,რომლებიც საშიშროებას უქმნიან მცხოვრებლებსა და გამვლელებს.ყველაფერ ამას ისიც ემატება, რომ მახლობლად არის კვების ან სავაჭრო ობიექტი რომლის ნარჩენებიც დროზე არ გააქვთ და პრობლემას პრობლემა ემატება.პროექტის მიზანია აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრა და საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიის გასუფთავება,ხეების დარგვა.

4. მონაწილეთა ასაკი:14–16 წელი

5. ვადები და ხანგრძლივობა:პროექტს ფასილიტაცია გაეწევა 2010–2011სასწ.წლის განმავლობაში.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ინფორმაციის შეგროვებადახარისხება,ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის უნარჩვევების შამოყალიბებაგანვითარება,პლაკატების დამზადება,გაზეთის გაკეთება.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიის გასუფთავება და დალაგება,მოზარდ თაობაში(და არა მარტო)ეკოლოგიურიპრობლემების გათავისება,იმ საშიშროების დანახვა რაც შეიძლება ეკოლოგიურად არაჯანსაღმა გარემომ გამოიწვიოს.ბუკლეტების დამზადება და მოსახლეობაში დარიგება.შედგება პრეზენრაცია,შეიქმნება ბლოგი.

8. სარგებელი სხვებისთვის: საინფორმაციო ბუკლეტებით მოსახლეობა გაეცნობა თუ რაოდენსახიფათოა დაბინძურებული გარემო მათი ჯანმრთელობისთვის.დასუფთავდება მათი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაც.

9. სამუშაო ენა:ქართული

10. საგნებთან/საგანთა ჯგუფებთან/სასწავლო ეროვნულ გეგმასთან კავშირი: კავშირი გვექნება ქიმიასთან,ვინაიდან ნარჩენი პროდუქტებს ლპობის შედეგად წარმოიქმნება აქროლადი ნივთიერებები.კავშირი გვექნება ესთეტიკასთან,შრომასთან,ბიოლოგიასთან.

11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

12. ფასილიტატორის სახელი:ირმა კიკნაველიძე

13. ფასილიტატორის ელფოსტა:i.kiknavedidze.@gmail.com

14. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: http://ikiknavelidze.blogspot.com/

Комментариев нет:

Отправить комментарий